კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც „ბიბისი“ წერს, კენჭისყრის შედეგმა, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და აშშ-თან ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეცვალოს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 16:00 საათზე დაიხურება.
მოქმედი პრეზიდენტი გუსტავო პეტრო კონსტიტუციური შეზღუდვების გამო ხელახლა კენჭს ვერ იყრის და მხარს უჭერს მემარცხენე კანდიდატს, ივან სეპედას. კანდიდატებს შორის არიან მემარჯვენე აბელარდო დე ლა ესპრიელია და პალომა ვალენსია.
გამოკითხვების მიხედვით, არცერთ კანდიდატს არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის, რის გამოც, სავარაუდოდ, 21 ივნისს მეორე ტური გაიმართება.

