აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დრონებით თავდასხმის შემდეგ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 31 მაისის ღამეს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ღამის საათებში გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი სქელი კვამლი და ხანძრის რამდენიმე კერა ჩანს.

გავრცელებული ცნობებით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ სისტემაში შედის და რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საწარმოდ ითვლება. ამასთან, შეტევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება როსტოვის ოლქის მატვეევ-კურგანის ნავთობბაზაზეც, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, საწვავის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, დაშავებულები არ არიან.

იტვირთბა....