აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთში, ქალაქ ტაგანროგზე დრონებით იერიში მიიტანეს, ცეცხლი გაუჩნდა საწვავის ავზსა და ადმინისტრაციულ შენობას

ტაგანროგში დრონებით თავდასხმის შედეგად ტანკერს, საწვავის ავზსა და ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს და ნავთობის გაჟონვა არ მომხდარა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი კერძო საცხოვრებელ სახლსაც მოხვდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

სლიუსარის განცხადებით, ღამის განმავლობაში როსტოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თითქმის 50 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

იტვირთბა....