აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

პიტ ჰეგსეტი – მოკავშირეები, რომლებიც თანამონაწილეობაზე უარს ამბობენ და კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობის საკუთარ წილს არ იღებენ, ჩვენს თანამშრომლობაში აშკარა ცვლილებებს ნახავენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა მადლიერება გამოხატა აზიელი მოკავშირეების მიმართ, თუმცა ევროპა გააკრიტიკა.

ჰეგსეტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლობას იმ მოკავშირეებთან, რომლებიც „ყველაზე ქმედითუნარიანები და გონიერები არიან, ასევე მზად არიან, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები“.

„მოკავშირეები, რომლებიც თანამონაწილეობაზე უარს ამბობენ და კოლექტიურ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის საკუთარ წილს არ იღებენ, ჩვენს თანამშრომლობაში აშკარა ცვლილებებს ნახავენ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

პიტ ჰეგსეტმა განსაკუთრებით  გამოყო სამხრეთ კორეა, როგორც მისაბაძი მაგალითი, და შეაქო  აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გამყარებისთვის.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკრიტიკა ევროპასა და ნატო-ში დიდი ხნის პარტნიორები და განაცხადა, რომ მათ „რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები“.

იტვირთბა....