აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ არ ითვალისწინებს მეზობლების სუვერენიტეტს” – კირ სტარმერი

რუსეთი არ სცემს პატივს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხდა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რუმინეთში დრონის ჩამოვარდნას ნატო-ს საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა უწოდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საფრთხეს უქმნის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი უპირობოდ გმობს ასეთ დარტყმებს. რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ არ ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს, საერთაშორისო სამართალს ან მეზობლების სუვერენიტეტს. ამის დაშვება არ შეიძლება“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

იტვირთბა....