აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„მიუხედავად ევროკავშირის ოფიციალური პირების თავხედური მცდელობებისა, თბილისს მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი მოახვიონ თავს, საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია” – მარია ზახაროვა

ჩვენ ვცდილობთ, საქართველოსთან კავშირები პრაგმატიზმისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით ავაშენოთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია ზახაროვა დღეს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს.

„მიუხედავად ევროკავშირის ოფიციალური პირების თავხედური მცდელობებისა, თბილისს მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი მოახვიონ თავს, ანტირუსული სანქციები და საკუთარი ინტერესები დასავლეთის პოლიტიკურ სიგიჟეს შესწიროს, საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენს ხალხებს შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები და დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებთ” – აცხადებს ზახაროვა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება და გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა 1.4 მილიონს.

იტვირთბა....