უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის შეჭრა დაგმო და რუმინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„რუსული დრონით თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპისა და ნატო-ს ერთიანობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
განცხადება გაავრცელა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმაც.
„უნგრეთი მკაცრად გმობს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს ევროკავშირისა და ნატო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს. სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და მხარს ვუჭერთ ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებას“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

