აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ უნდა შევჩერდეთ მხოლოდ დაგმობაზე – ცალსახად ვუჭერ მხარს რუმინეთის პრეზიდენტის მოწოდებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირების შესახებ” – პეტრ პაველი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე

რუმინეთის ქალაქ გალაციში, საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის მიერ ღამის უპრეცედენტო თავდასხმა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მხოლოდ მომხდარის დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს.

„ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მხოლოდ მის ერთობლივად დაგმობაზე. ამიტომ, მე ცალსახად ვუჭერ მხარს რუმინეთის პრეზიდენტ დანის მოწოდებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირების შესახებ. რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ასეთ თავდასხმებს“, – წერს პეტრ პაველი.

იტვირთბა....