ბრიტანეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (GCHQ) ხელმძღვანელმა, ენ კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ დაღუპულების სახით თითქმის 500,000 ჯარისკაცი დაკარგა.
The Guardian წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ომის განმავლობაში, როდესაც დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსანმა საჯაროდ დაადასტურა რუსეთის მსხვერპლის ასეთი მასშტაბური მაჩვენებელი.
მანამდე დასავლური სადაზვერვო სამსახურები რუსეთის დანაკარგებს ბევრად ნაკლებად აფასებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 325 ათასს არ აღემატებოდა.

