აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ძალიან ახლოს ვართ და შევძლებთ საბოლოო შეთანხმების მიღწევას, ჩვენ ვხსნით ჰორმუზის სრუტეს, შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევაფერხოთ ირანის ბირთვული პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ მხარეები ახლოს არიან ამასთან.

მისივე თქმით, კვლავ გასარკვევია, მოაწერს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს ირანთან შეთანხმების წინასწარ მემორანდუმს, რადგან მხარეები „ფორმულირების ზოგიერთ საკითხზე“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამასთან, როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ირანის ბირთვული პროგრამა.

„თუ გადავხედავთ იმას, რასაც უკვე მივაღწიეთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შევძლებთ საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ჩვენ ვხსნით ჰორმუზის სრუტეს. უკვე გავანადგურეთ მათი სამხედრო ძალები და ისეთ პოზიციაში ვართ, სადაც შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევაფერხოთ მათი ბირთვული პროგრამა, არა მხოლოდ ამ პრეზიდენტის ვადის განმავლობაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ძალიან, ძალიან კარგია ამერიკელი ხალხისთვის. ასე რომ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ვენსმა.

იტვირთბა....