აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გაერო შეშფოთებას გამოხატავს ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო

გაერო შეშფოთებას გამოხატავს ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო. ამის შესახებ გაერო-ს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაძლიერებისა და მოსახლეობის გადაადგილების ბრძანებების დამანგრეველი შედეგებით. დაუყოვნებლივ საჭიროა დეესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს განცხადებით, წინასწარი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ისრაელის ბოლო დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის უამრავი სამოქალაქო პირია, მათ შორის ქალები და ბავშვები.

მანამდე, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად 27 მაისს, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა და 77 დაშავდა.

იტვირთბა....