გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი მოსკოვის შენობების სახურავებზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ამონტაჟებს – ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს და წერს, რომ სამხედრო ანალიტიკოსმა მასიმო ფრანტარელიმ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ათავსებენ რუსული ძალები „პანცირ-SMD-E“ (Pantsir-SMD-E) ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოსკოვში, სამოქალაქო შენობების სახურავებზე.
ანალიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა მოსკოვის ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ ოლქში, ბეგოვაიას ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრ Nordstar Tower-ის სახურავზე დამონტაჟდა.
“პანცირ-S1“-ისგან განსხვავებით SMD-E-ს საბრძოლო მოდულს არ გააჩნია 30-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხები. სისტემა აღჭურვილია ორი ტიპის რაკეტით: სტანდარტული 95Ya6 რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსი 20 კმ-მდეა, და უფრო მცირე ზომის TKB-1055 რაკეტებით, რომლებიც განკუთვნილია მცირე ზომის სამიზნეების გადასაჭრელად. TKB-1055 რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 7 კმ-მდე მანძილზე და 5 კმ-მდე სიმაღლეზე. მისი რადარების კომპლექსი მოიცავს აქტიური ელექტრონულად სკანირებადი ანტენის მქონე თვალთვალის რადარს, რომლის აღმოჩენის რადიუსი 24 კმ-მდეა, და ასევე 1RS2-1 ტიპის მილიმეტრულ-ტალღოვან რადარს.” – წერს მედია.

