ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დარეგულირდეს და სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდეს, რადიკალური ოპოზიციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვიზიტებისას ურთიერთობები დააზიანონ“.
„ცდილობენ, საქართველოს პოზიციონირება ცრუ დასმენებით და განცხადებებით გააფუჭონ, მათ შორის ურთიერთობის აღდგენის პროცესი, რაც ნათლად ჩანს. ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრები, ვიზიტები და ზარები მოწმობს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ურთიერთობების განახლებას ხელი შეუშალონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

