აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ, არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს” – თენგიზ შარმანაშვილი 

სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეიქბუქპოსტზე, სადაც ის წერს: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.

„ამ ხალხს თუ უნდა ძალადობისკენ უბიძგოს, ეს უკვე ბევრჯერ გააკეთა და რით დამთავრდა, ყველამ კარგად იცის. რა რევოლუციურ სცენარზეა საუბარი? სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, რა თმა უნდა, ეს ადამიანები პასუხს აგებენ. არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ. არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ეს არის დეზორგანიზებული მასა, რომელიც ვერც რევოლუციას მოახდენს და ვერც არჩევნებს მოიგებს. სააკაშვილის მხრიდან რევოლუციაზე საუბარი არარელევანტურია. ქართველი ხალხის და იმ კრიტიკული მასის მხარდაჭერა ვერ ექნება, რომელსაც შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური სურათი ძალადობრივად შეცვალოს. ქათველი ხალხი აღარ დაუშვებს ძალადობრივად ხელისუფლების ცვლას, რადგან ამან შეიძლება, კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს საქართველო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.

„ბოლო წლებში ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მეორე ადგილზე გადიოდა ხოლმე არჩევნებში. ბოლო არჩევნებზე მესამეზე გავიდა, შემდეგ გავა მეხუთეზე ან მეცხრეზე. მათი პოპულარობა იკლებს. რა შუაშია მისი გათავისუფლება ან არგათავისუფლება? მისი და მისი პარტიის პოპულარობა უკან-უკან მიდის, რაც ციფრებში აისახება. სააკაშვილი ნებისმიერი ადამიანის უკმაყოფილებას წამოწევს  წინ, ვინც შეიძლება, თეორიულად მაინც კონკურენცია გაუწიოს მის ლიდერობას, როგორც თავად წარმოუდგენია. არადა, ვერ ხვდება, რომ ვერანაირი მოძრაობის ლიდერი ვეღარასდროს გახდება“.

იტვირთბა....