რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინაში 1 160ჯარისკაცი დაკარგეს – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 1 ტანკი; 7 ჯავშანტექნიკა; 42 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1560 დრონი; 7 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 261 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 3 სპეციალური აღჭურვილობა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოკუპანტების დანაკარგებია – 1360110 ჯარისკაცი; 11956 ტანკი; 24625 ჯავშანტექნიკა; 42832 საარტილერიო სისტემა; 1806 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1389 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 436 თვითმფრინავი; 314902 დრონი; 1492 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 33 გემი/ნავი; 99906 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 4227 სპეციალური აღჭურვილობა; 353 ვერტმფრენი; 2 წყალქვეშა ნავი და 4687 ფრთოსანი რაკეტა.

