უკრაინელებმა ნიჟნი ნოვგოროდში სასამართლოს შენობას დაარტყეს – ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეოკადრებს უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ. დაზიანებულია შენობის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 62 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. მათივე ცნობით, დრონები დაფრინავდნენ ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ტამბოვის ოლქებისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
იტვირთბა....

