ირანის სახელმწიფო ტელევიზია აშშ-სთან „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შეთანხმების დეტალებს ასაჯაროებს.
პროექტის თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან გავლენ და ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადას მოხსნიან.
ირანული მედიის ინფორმაციით, სანაცვლოდ თეირანი აიღებს ვალდებულებას, ერთი თვის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში კომერციული სატრანზიტო გემების რაოდენობა ომამდელ დონემდე აღადგინოს.
ამასთან, როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობის მართვას და მარშრუტებს ირანი ომანთან თანამშრომლობით განახორციელებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თუ საბოლოო შეთანხმება 60 დღის განმავლობაში მიიღწევა, ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით დამტკიცდება.
ამასთან, თეირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონისგან „ხელშესახები დადასტურების“ გარეშე თეირანი მემორანდუმის არცერთ პუნქტს არ შეასრულებს.

