აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ქუჩის ოპოზიცია ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს, ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვთ და პრაგმატულობამ მოიმატა” – თენგიზ შარმანაშვილი

უკრაინის ხელისუფლება, რომელიც მხარს უჭერდა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მათ ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი არ აქვთ. ამაში როცა დარწმუნდნენ, პრაგმატულობამ მოიმატა, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„კარგად იციან, რომ სიმართლე არ იყო, რაშიც ბრალს გვდებდნენ. საქართველო 700-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა და ქვეყნის მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. დარწმუნდნენ, რომ ქუჩის ოპოზიცია ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს და პრაგმატიზმს მიჰყვებიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....