აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა” – BBC

სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში, ისრაელის ინტენსიური დარტყმების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების პირობა დადო.

თავდასხმების ბოლო ტალღის დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და მებრძოლს დაარტყეს. 

გუშინ, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღრმავებს თავის ოპერაციას ლიბანში.

იტვირთბა....