გავაზში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. რა სახით მოხდება გავაზელებისთვის დახმარების აღმოჩენა, ყვარლის გამგეობაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
გუშინ, ძლიერის წვიმის შედეგად, სოფელ გავაზში მდინარე ფატმასური ადიდდა, რამაც 50-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.
დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურდა ერთწლიანი კულტურა და დაიხოცა შინაური ფრინველი.