აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, „ევროპული დედაქალაქები ესკალაციურ ნარატივს ავრცელებენ რუსეთთან მაღალი ინტენსივობის ომის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“.

მისი თქმით, „ევროპაში დაჩქარებული მილიტარიზაციის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ ღიად არის მიმართული“.

„დაძაბულობის მსგავსი ესკალაციის შედეგად, მათ შორის ბირთვულ სფეროში პროვოკაციული ქმედებებით, სტრატეგიული რისკები და ნატო-სა და ჩვენს ქვეყანას შორის დაპირისპირების რისკი იზრდება, ყველა პოტენციური კატასტროფული შედეგით“, – განაცხადა რიაბკოვმა.

იტვირთბა....