რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 14 წლის ბავშვია. დარტყმის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რუსებმა ქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. დაზიანდა დარტყმის ადგილთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტი და სახანძრო ტექნიკა.

