აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ” – კახა კალაძე ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ოფიციალური კავშირების გაწყვეტის გეგმაზე

ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა Saarbruecken Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „აქამდე მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია“.

„ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, – ინფორმაციას Saarbruecken Zeitung-ი ავრცელებს.

იტვირთბა....