ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონისთვის გადაცემული ახალი სამშვიდობო წინადადების პირობები დაასახელა.
ქაზემ ღარიბაბადის ცნობით, ირანის წინადადება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, საზღვაო ბლოკადის დასრულებას, ომის ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში დასრულებას, ირანის ახლოს განლაგებული აშშ-ის ძალების გაყვანას და ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოიცავს.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადება პაკისტანის მეშვეობით გადასცა, თუმცა თეთრ სახლში თვლიან, რომ წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ომის განახლების რისკს ქმნის.

