დღეს იერუსალიმში, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.
მორწმუნეები იერუსალიმში უკვე რამდენიმე დღეა, იკრიბებიან, მათ შორის არის საქართველოს საპატრიარქოდან წასული დელეგაციაც.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები, მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლები, საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.
დღესვე, 23.00 საათისთვის წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩამოაბრძანებენ.
იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
იტვირთბა....