აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა ხარკოვს შეუტიეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ხარკოვის ხოლოდნოჰირსკის და ნოვობავარსკის რაიონებში დრონებით იერიშები განახორციელეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნოვობავარსკის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სულ მცირე 25 კერძო სახლი და ერთი მრავალსართულიანი შენობა.

იტვირთბა....