ჰადსონის ინსტიტუტში 21 მაისს საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ “ოდესღაც აშშ-ის სანდო პარტნიორი, თბილისს ირანთან მზარდი კავშირები და ავტორიტარული რყევები ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს”.
რას ნიშნავს საქართველოს ბოლოდროინდელი თეირანისკენ მისწრაფება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის?
ოდესღაც აშშ-ის სანდო პარტნიორი, თბილისს ირანთან მზარდი კავშირები და ავტორიტარული რყევები ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს.
არ გამოტოვოთ ჰადსონის ინსტიტუტის მომავალი ღონისძიება,” – წერს ალექს რაუფოღლუ.

