ვთვლით, რომ ჩვენს შემთხვევაში გლობალური შოკის ზემოქმედება მასშტაბური არ იქნება და ეკონომიკური ზრდის მხარეს არ შეეხება – ისევ როგორც არ მოველით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესებას, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
თურნავას განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ინფლაციური წნეხი ძირითადად გარე ბაზრებიდან, გარე შოკებიდან მომდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ვიდრე ირანთან დაკავშირებით ახალი კონფლიქტი განვითარდებოდა, ინფლაციის ტრაექტორია დაღმავალი იყო და ეტაპობრივად 3%-იანი მიზნობრივ ნიშნულს უახლოვდებოდა.
„განვითარებულმა კონფლიქტმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ მოწოდების მხარეს დიდი, სერიოზული შოკი განაპირობა. ეს შოკი პირველ რიგში, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ბაზრებიდან მომდინარეობს. ეს გლობალურად მასთან დაკავშირებულ ბევრ სასაქონლო პროდუქციაზე აისახა.
ამან მთლიანად მსოფლიოზე იმოქმედა. შეგვიძლია, თუნდაც სავალუტო ფონდის შეფასება ვნახოთ, რომელმაც ინფლაციური პროგნოზები სერიოზულად გაზარდა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, რაც სხვათა შორის საქართველოს შემთხვევა არ არის. ვთვლით, რომ ჩვენს შემთხვევაში გლობალური შოკის ზემოქმედება მასშტაბური არ იქნება და ეკონომიკური ზრდის მხარეს არ შეეხება – ისევ როგორც არ მოველით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუარესებას.
ვხედავთ, რომ ექსპორტი იზრდება – აპრილის მაჩვენებელი 16%-ზე მეტია, იმპორტი მცირდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

