აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ის მოუწოდებს „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს, დაიცვან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი, რათა „საომარი მანქანის“ დაფინანსება თავიდან იყოს აცილებული.
ამასთან, მისივე თქმით, ჩინეთში დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი „ძალიან წარმატებული“ იყო.
„აქ ვართ, რათა განვიხილოთ გლობალური ეკონომიკა, გლობალური დისბალანსი, კრიტიკული მინერალები, ტერორიზმის დაფინანსება. ახლახან დავბრუნდი პეკინიდან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ გეოპოლიტიკასა და ვაჭრობაზე. ლიდერებმა ერთად დიდი დრო გაატარეს. ხვალ ასევე განვიხილავთ სანქციებსა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხს და მოვუწოდებთ „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანას, ასევე ჩვენს ყველა მოკავშირეს და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს, დაიცვან სანქციების რეჟიმი, რათა შევწყვიტოთ უკანონო დაფინანსება, რომელიც ირანის საომარ მანქანას კვებავს და ეს ფული ირანელ ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა ბესენტმა.

