ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის სამხედროებს, შეწყვიტონ ალყა იქამდე, ვიდრე ომანის ზღვა თქვენს სასაფლაოდ იქცევა, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
ირანის მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ქვეყნის სამხედროები შემდგომი დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში არიან.
რეზაიმ ბლოკადა „ომის აქტად“ შეაფასა და თქვა, რომ ირანს პასუხის უფლება აქვს.
„რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ ირანის საზღვაო ბლოკადას, მით უფრო დიდი იქნება მსოფლიოს ქვეყნებისთვის ზიანის მიყენება“, – თქვა მან.
მოლაპარაკებებზე საუბრისას რეზაიმ აღნიშნა: „შეიარაღებულ ძალებს თითი ჩახმახზე უჭირავთ და, ამავდროულად, დიპლომატია გრძელდება“.
აშშ-ის ბლოკადა 13 აპრილს დაიწყო და აშშიის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბლოკადა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ირანი მისი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. თეირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ზეწოლას არ დაემორჩილება.

