აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყირიმის ხიდის დაკეტვის გამო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

ყირიმის ხიდზე მოძრაობის შეჩერების გამო თექვსმეტი სამგზავრო მატარებელი შეფერხდა, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„16 მატარებელი 8,5 საათამდე პერიოდით შეფერხდა“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, იმ მგზავრებს, რომლებსაც ოთხ საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევდათ, წყალი და საკვები მიაწოდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე გადაადგილება კვირას, მოსკოვის დროით 21:02 საათზე შეჩერდა და 10,5 საათის შემდეგ აღდგა. შეზღუდვის მიზეზები არ დასახელებულა.

იტვირთბა....