აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, ბირთვულ ელექტროსადგურს დაარტყეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, ბირთვულ ელექტროსადგურს დაარტყეს – ინფორმაციას Sky News თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ქვეყნის მიმართულებით დასავლეთ საზღვრიდან სამი დრონი გაუშვეს, რომელთაგან ორის ჩამოგდება მოხერხდა. სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დრონი ალ-დაფრას რეგიონში მდებარე ელექტროსადგურს მოხვდა.

“თავდასხმების წყაროს დასადგენად გამოძიება გრძელდება… თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ იმყოფება სრულ მზადყოფნაში ნებისმიერი საფრთხის მოსაგერიებლად და მტკიცედ დაუპირისპირდება ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების შერყევისკენ, რითაც დაიცავს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ეროვნულ ინტერესებსა და შესაძლებლობებს“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....