პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის ვაჟი, ბიზნესმენი და მილიონერი იასერ აბასი პარტია „ფათაჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.
64 წლის ბიზნესმენი, რომელიც ძირითად დროს კანადაში ატარებს, ხუთი წლის წინ მამის „სპეციალურ წარმომადგენლად“ დაინიშნა.
18 წევრისგან შემდგარი „ფათაჰის“ ცენტრალური კომიტეტი გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა.
კენჭისყრა სამდღიანი კონგრესის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელიც რამალაში, ღაზაში, ქაიროსა და ბეირუთში ერთდროულად ჩატარდა. ორგანიზატორთა თქმით, 94.64%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
კომიტეტში ადგილის მოსაპოვებლად 59 კანდიდატი იბრძოდა, რევოლუციურ საბჭოში 80 მანდატიდან ერთ-ერთისთვის კი – 450.

