აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული იერიშების გამო რუსულ საზოგადოებაში შფოთვა მატულობს – რა წერია კვლევაში

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა იერიშებმა, როგორც ჩანს, რუსულ საზოგადოებრივ განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბოლო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის შფოთვა იზრდება და ყურადღების ცენტრში უკვე არა მხოლოდ ფრონტის ხაზი, არამედ უშუალოდ რუსეთის ქალაქებში მომხდარი აფეთქებები და უსაფრთხოების საკითხები ექცევა.

გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს განსაკუთრებით აშინებს დრონებით თავდასხმები, სტრატეგიულ ობიექტებზე და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე იერიშები. კრემლთან დაკავშირებული „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ (FOM) მონაცემებით, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებმა საზოგადოების უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე თავად ფრონტზე მიმდინარე მოვლენებმა.

კვლევების მიხედვით, მზარდ შფოთვას დამატებით ხელს უწყობს ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული დისკუსიებიც. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ქალაქებზე გახშირებულმა იერიშებმა საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინა.

იტვირთბა....