აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ღამით დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა

მოსკოვი და მოსკოვის ოლქი დრონებით შეტევის სამიზნე გახდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქსა და მის შემოგარენში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, პარალელურად კი აქტიურად მუშაობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რუსული მედიისა და მონიტორინგის არხების ცნობით, აფეთქებები დაფიქსირდა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მოსკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის ხიმკიში, ლობნიასა და ნარო-ფომინსკში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს რამდენიმე დამრტყმელი უპილოტო აპარატი, რომლებიც სინქრონულად მოძრაობენ მოსკოვის მიმართულებით.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ტექნოპარკ „ელმას“ ტერიტორიაზეც. აღნიშნული საწარმო ელექტრონული ტექნიკის, საზომი მოწყობილობებისა და ოპტიკური პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს. ვრცელდება ცნობებიც, რომ შესაძლო სამიზნეებს შორის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც იყო.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დედაქალაქისკენ მოძრავი უკვე 114-ე უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

უსაფრთხოების ზომების გამო დროებით შეიზღუდა ფრენების მიღება და გაშვება რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა (რამენსკოე) და შერემეტიევოში.

იტვირთბა....