ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვცდილობ იმას, რომ ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს” – ტრამპი ტაივანზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით არ შეცვლილა.

„არაფერი შეცვლილა. აი, რას ვიტყვი: მე არ ვცდილობ იმას, რომ ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„მე მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ იგი არ ისწრაფვის იქითკენ, რომ აშშ-მ „9 500 მილი გაიაროს ომში საბრძოლველად“.

კითხვაზე, უნდა გრძნობდეს თუ არა ტაივანის მოსახლეობა თავს მეტად ან ნაკლებად უსაფრთხოდ, ტრამპმა უპასუხა: „ნეიტრალურად. ეს უკვე წლებია გრძელდება“.

იტვირთბა....