აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სი ძინპინთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი განიხილა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილა თუ არა უკრაინის საკითხი სი ძინპინთან შეხვედრაზე და არის თუ არა რაიმე წინსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ საკითხის მოგვარება სურთ.
„დიახ, განვიხილეთ. ეს ისეთი საკითხია, რომლის მოგვარებაც გვსურს. გუშინ ღამემდე ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ წუხელ დიდი დარტყმა მიიღეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტია.

