უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მივიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო – მრავალსაათიანი სამაშველო ოპერაცია დღეს დასრულდა. დაღუპულია 24 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.
“მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რა ფასს იხდის უკრაინა ყოველდღიურად იმისათვის, რომ რუსული აგრესია სხვა ხალხებზე არ გავრცელდეს.” – აღნიშნა ზელენსკიმ.

