აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთში, რიაზანის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი

რიაზანში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას რიაზანის ოლქის გუბერნატორი პაველ მალკოვი ადასტურებს.

გავრცელებული ცნობებით, რიაზანში პირველი აფეთქება დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მოხდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გავრცელება დაიწყეს. მათი თქმით, აფეთქებები რამდენჯერმე გაისმა, ხოლო ქარხნის სიახლოვეს მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მოგვიანებით, რიაზანის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საწარმოს ტერიტორია. ამასთან, შეტევის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ადამიანი.

ცნობისთვის, 15 მაისის ღამეს აფეთქებები რუსეთის სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ბრიანსკში, ტაგანროგსა და ეისკში, სადაც სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს კვამლი ჩანს.

როგორც ცნობილია, ეისკის აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციის მფრინავთა გადამზადების 859-ე ცენტრი.

დრონებით თავდასხმების გამო რუსეთში ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლისა და ტამბოვის აეროპორტებმა დროებით შეწყვიტეს თვითმფრინავების მიღება, ხოლო მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს.

იტვირთბა....