ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სად და როგორ იპოვა პოლიციამ 16 წლის დაკარგული გოგო

16 წლის გოგო, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ, იპოვეს.
„კვირას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა მოზარდი ბორჯომში ნახეს. იგი ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროში „კვირას“ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, უწყების პრესამსახურში გოგონას შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, რომ დაკარგული 16 წლის გოგონას შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რის თანახმადაც, ახლობლები და მეგობრები 16 წლის გოგოს ეძებდნენ. უცნობია რა ვითარებაში გაქრა გოგონა.

იტვირთბა....