უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ოდრადნე და მისი შემოგარენი გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ 129-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის დვორიჩნას რაიონის სოფელ ოდრადნეში წმენდის სამუშაოები ჩაატარეს და დასახლებაზე, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, კონტროლი აღადგინეს” – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მტრის წინააღმდეგ ძლიერი საცეცხლე დარტყმები მიიტანეს და ოკუპანტები ტყის მასივებიდან, გამაგრებული პოზიციებიდან და საყრდენი პუნქტებიდან განდევნეს.

