აშშ-ის პრეზიდემტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს და შეთანხმებებს მიაღწიეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
„ლიდერებმა ორივე ქვეყნისა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებზე სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალეს და ახალ კონსენსუსებს მიაღწიეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მას კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა „მნიშვნელოვან კონსენსუსს მიაღწიეს ერთმანეთის შეშფოთების სათანადოდ მოგვარებასთან დაკავშირებით“ და გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ირანთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონფლიქტი „არასდროს არვუნდა მომხდარიყო“ და რომ მისი გაგრძელება უსაფუძვლოა.
„გადაწყვეტილების უფრო ადრე პოვნა სასარგებლოა როგორც აშშ-სთვის, ასევე ირანისთვის, ასევე რეგიონის ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
„რაც უფრო მალე მოიძებნება გამოსავალი, მით უკეთესი იქნება როგორც აშშ-ისა და ირანისთვის, ისე რეგიონის ქვეყნების და მთლიანად მსოფლიოსთვის,“ – განაცხადა პრესსპიკერმა.

