აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს” – რომის პაპი

რომის პაპმა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა დაგმო. ამის შესახებ ლეო XIV-მ რომის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას განაცხადა.

პონტიფიკოსმა ევროპაში ხარჯების ზრდას დიპლომატიის ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ სტუდენტებმა მსგავსი გადაიარაღება „თავდაცვით ხარჯებად“ არ უნდა მოიხსენიონ. მისი თქმით, მსოფლიო „ომებით დასახიჩრებულია“.

„არ ვუწოდოთ „თავდაცვა“ ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობასა და არასტაბილურობას, ამცირებს განათლებასა და ჯანდაცვაში ინვესტიციებს, ანგრევს ნდობას დიპლომატიის მიმართ და ამდიდრებს ელიტებს, რომლებსაც საერთო კეთილდღეობა არ აინტერესებთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ აკრიტიკებდა ევროპელ მოკავშირეებს , რომ ისინი თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ. თებერვალში მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული იარაღის მყიდველთა პრიორიტეტული სია გადაიხედება იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომლებიც თავდაცვაზე მეტს ხარჯავენ.

ტრამპის მოთხოვნით, 2025 წელს ნატო-მ მხარი დაუჭირა წევრი ქვეყნებისათვის თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 5%-მდე ზრდას.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2025 წელს სამხედრო ხარჯების გლობალური ზრდის მთავარი ფაქტორი ევროპაში დანახარჯების 14%-იანი ზრდა გახდა, რომელმაც 864 მილიარდ დოლარს მიაღწია.

იტვირთბა....