აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „ნვიდიას“ ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინურ კომპანიებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია „ნვიდიას“ ჩიპების შესყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

აშშ-მა დაახლოებით ათ ჩინურ ფირმას ნება დართო, „ნვიდიას“ სიმძლავრით მეორე ხელოვნური ინტელექტის ჩიპის, H200-ის შესყიდვაზე.

ჩიპების შეძენის ნებართვის მქონე კომპანიებს შორის არიან Alibaba, Tencent, ByteDance და JD.com.

ექსპორტის კონტროლი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ცენტრალურ ბერკეტად რჩება, რადგან ვაშინგტონი ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ზღუდავს ჩინეთის წვდომას მოწინავე ნახევარგამტარებსა და ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე. პეკინი აცხადებს, რომ ეს ზომები მისი ტექნოლოგიური აღმავლობის შეფერხებას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....