ლადო ბოჟაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიზანმიმართულ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს და ამტკიცებს, რომ დოკუმენტს მხარი პარლამენტის წევრთა მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუჭირა. ივაიშვილის გუნდში უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ სხდომას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. ინფრომაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ და ზოგადად, საკანონმდებლო ორგანოში 750-ზე მეტი წევრია, ამ სხდომას 96 ესწრებოდა და იქიდან მხოლოდ 68 ანუ 10%-მა მისცა ამ რეზოლუციას ხმა, აც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება და ძლივს შეაგროვეს ის რაოდენობა, შეარჩიეს ისეთი დრო და მომენტი, რომ არც უმრავლესობა წაროჩენილიყო. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს მათ შორის ევროპარლამენტის, რომელსაც არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა – რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.

