უკრაინამ რუსეთის 111 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ღამით რუსეთმა 139 დრონით უკრაინის ქალაქებს შეუტია.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმას იგერიებდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ჯარები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები, უპილოტო სისტემების ძალები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.

