უკრაინული ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ რუსეთის ქალაქ ორენბურგში აფეთქება მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინული დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. სხვა ცნობებით, შეტევის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორსკში, ორენბურგის ოლქში.
რეგიონის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შესახებ.
„ორენბურგის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის მოგერიებისას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილზე გავიდნენ ოპერატიული სამსახურები. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ევგენი სოლნცევმა.

