აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართველ ხალხს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ, ხალხს ერთიანი, მყარი ნებით ნამდვილად შეუძლია, ხელისუფლება შეცვალოს” – გიგა ფარულავა

ქართველი ხალხის ერთიანობითა და მყარი ნებით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით აუცილებლად დამარცხდება, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე სწორი, მიზანმიმართული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად „ქართულ ოცნების“ არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელია.

„ეს ევროპარლამენტარების შეხედულებაა. ცალკეული ევროპარლამენტარების შეხედულებებზე განმარტებებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ხელისუფლება შეცვალოს, ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილების წყარო ქართველი ხალხია. შესაბამისად, ქართველ ხალხს ერთიანი მყარი ნებით ნამდვილად შეუძლია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება შეცვალოს. „ქართული ოცნება“, რომელიც წლების განმავლობაში რეპრესიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს. ქართველ ხალხს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ იმაში, რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ. თუმცა, ღრმად მჯერა და მწამს ქართველი ხალხის ურყევი ნების, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა სურს. არჩევნებზე სწორი, მიზანმიმართული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გზით შევცვლით.

დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ ყოველთვის ვიყავით არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მომხრე. ამას, რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგია, დაუღალავი შრომა და მუშაობა სჭირდება და არა ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ყველა ბერკეტი სამართლიანი არჩევნების ჩასატარბლად, გვჯერა, ქართველი ხალხის ერთიანობითა და მყარი ნებით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს“.

იტვირთბა....