აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა, არსებული კავშირების  გაფართოების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

იტვირთბა....