აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთთან საუბრამდე უნდა ვიცოდეთ, რას მოვთხოვთ მოსკოვს“ – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებამდე დასავლეთმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რა მოთხოვნებითა და პირობებით აპირებს მოსკოვთან საუბარს. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა კვლავ ევროპის უსაფრთხოებაა, რადგან რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლასა და აგრესიას აგრძელებს.

“რუსეთთან საუბრამდე, ჯერ ჩვენ უნდა განვიხილოთ, რაზე გვსურს მათთან საუბარი. განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომლებიც მე წარვადგინე ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ევროპის უსაფრთხოების საკითხი კვლავ ის არის, რომ რუსეთი მუდმივად ესხმის თავს თავის მეზობლებს და უნდა ვიმსჯელოთ როგორ შეგვიძლია ამის თავიდან აცილება. ამისთვის რუსული მხრიდანაც გვჭირდება თანხმობა. გასულ კვირას ვიყავი მოლდოვაში, მაგალითად, იქ რუსი ჯარისკაცები არიან. რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, რომ რუსებმა ჯარები გაიყვანოს იქიდან, მაგრამ ზოგადად ამ დროისთვის ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვთხოვთ რუსეთს სტაბილური და მშვიდობიანი პროცესების უზრუნველსაყოფად” – განაცხადა კალასმა.

იტვირთბა....